ბერა და ნანუკა მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მოუთმენლად ველოდებით შენთან შეხვედრას“ – წერენ მშობლები.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწინებიდან ოთხი წელი გავიდა.
ბერას და ნანუკას ერთი შვილი, ბერუკა ჰყავთ.