ალერგოლოგი ბიძნა კულუმბეგოვი ,,იმედის” შბათ-კვირის დილის შოუს სტუმრობდა. მან საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა კორონავირუსის შესახებ და განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ნიღბის გამოყენების დიდ მნიშვნელობაზე ვირუსთან ბრძოლისას.
ბიძინა კულუმბეგოვი:
„დიდი მნიშვნელობა აქვს ნიღბის გამოყენებას. ამაზე სულ ვსაუბრობთ, მაგრამ არ უნდა დაგვეზაროს. ადამიანს აქვს დამაინფიცირებელი დოზა. საშუალოდ, ადამიანის ორგანიზმში 1000 ვირუსი მაინც უნდა მოხვდეს, რომ ავად გახდეს. თუკი დაავადებული ადამიანი აცემინებს ან ახველებს, 200 მილიონი ვირუსი გამოიყოფა, ხმამაღალი ლაპარაკისას, 200. თუკი მე ნიღბით დავინფიცირდები, ანუ ჩემს ორგანიზმში მცირე რაოდენობით მოხვდება ვირუსი, ჩემი დაავადება წავა მსუბუქად ან საშუალოდ. თუკი ნიღბის გარეშე დავინფიცირდები, დიდი რისკია მძიმედ დაავადების. ამიტომაც ვიცავთ ჩვენს სიცოცხლესაც და სხვისასაც. ერთი ნიღბის გაკეთებით ორი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ. ამაზე მაგარი ადამიანმა რა უნდა გააკეთოს, ვერ წარმომიდგენია“.