ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ პროექტში „მიმღერე“, მიმდინარე კვირას მონაწილეებმა მსოფლიო ჰიტები შეასრულეს.
კონკურსის დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი ნინი ბადურაშვილმა, რომელმაც მისი საყვარელი მომღერლის, მაიკლ ჯექსონის
„The Way You Make Me Feel“ შეასრულა და მაყურებელიც აიყოლია.
აღსანიშნავია, რომ მაიკლ ჯექსონის მოძრაობები სცენაზე ამიკო ჩოხარაძემ გააცოცხლა და ნინი ბადურაშვილთან ერთად იცეკვა.