საბავშვო ევროვიზიის მონაწილეები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებენ და მადლობას უხდიან ადამიანებს მხარდაჭერისათვის. მათი თქმით, „მათთვის სცენაზე დგომა და საქართველოს წარდგენა უკვე გამარჯვებაა“.
„ჩვენთვის სცენაზე დგომა და საქართველოს წარდგენა უკვე გამარჯვებაა“„ჩვენთვის სცენაზე დგომა და საქართველოს წარდგენა უკვე გამარჯვებაა“Posted by პირველი არხი on Sunday, November 26, 2023
ცნობისათვის, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მე-14 ადგილზე გავიდა და 74 ქულა მიიღო.
ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული კი ზედიზედ მეორედ, 228 ხმით, საფრანგეთი გახდა.