LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა მამალაძის სიმღერაზე აცეკვებული ფრანგი მსახიობი ფანი არდანი

2765
nani bregvadze fani ardani

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ფანი არდანი ეკა მამალაძის სიმღერაზე აცეკვდა. დახურულ წვეულებას, რომელიც იულია სკვარცოვამ მოაწყო, ბევრი ცნობილი ქართველი ესწრებოდა და ის მოსკოვში გაიმართა.

ეკა მამალაძემ ნანი ბრეგვაძის აკომპანემენტით შეასრულა კომპოზიცია, სადაც ჯერ „ნანი-ნანის“ მღეროდა, შემდეგ კი „ფანი-ფანის“.

ამ დროს რეზო გიგინეიშვილმა იქვე მჯდომ ფანი არდანს მიაკითხა და ის საცეკვაოდ გამოიწვია. ქართველების შესრულებით ფრანგი მსახიობი აშკარად კმაყოფილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები