რუსთავი 2-ის ეთერში ახალი მუსიკალური პროექტი იწყება.
„გვაჩვენე შენი ხმა“ – ასე ჰქვია შოუს, რომელიც ეთერში მალე გავა.
ამის შესახებ თიკა ფაცაციამ ისაუბრა და აღნიშნა:
„ძალიან საინტერესო ხმები გაჟღერდება ჩვენს არხზე, ახალი ძალიან საინტერესო, საერთაშორისო პროექტი იწყება, ასე რომ დაელოდეთ ზუსტ თარიღებს…
ჩვენ უნდა ვიპოვოთ ხმები და დავინახოთ ეს ხმები, დანარჩენ დეტალებს ვეღარ გავაჟღერებ…ერთგვარი აზარტი გელოდებათ წინ, თქვენ თავად უნდა იპოვოთ ხმები, ვისი ხმა შეიძლება იყოს და რა პროფესიის ადამიანში იმალება“- აღნიშნა თიკამ.