ანკა ვასაძე ერთ-ერთი იყო, ვინც დადიანების სასახლეში გამართულ საშობაო მეჯლისს ესწრებოდა და მასში მონაწილეობას იღებდა.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, რომელსაც 2021 წელს მეორე შვილი შეეძინა, განსაკუთრებით მადლიერია ამ წელიწადის: „2021 ✨წელს ცხოვრების მეორე უდიდესი ბედნიერება – ტუსია გამიჩნდა, ამიტომ საოცრად მადლობელი ვარ ♥️ ეს წელიც უთეატროდ გავიდა, მაგრამ უფრო დავაფასე ყოველდღიურ რუტინაში გადასული მუდმივი მუშაობა ❣️ წინ უკეთესი წელი გველოდება, ზუსტად ვიცი…“
ანკამ დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე წითელი გულამოღებული კაბა შეარჩია და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. გთავაზობთ ფოტოებსა და ვიდეოებს მისი სოციალური ქსელიდან.