კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ლელა წურწუმია ბენდთან ერთად ასრულებს სიღერას „ღამის სიჩუმე გაფანტე“.
როგორც მაიკო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, ეს კომპოზიცია მან 2002 წელს დაწერა და „დღემდე არ ბერდება, ისევე როგორც ლელა“.
„მოკლედ, ეს რა დავწერე ჰა? 2002 წელს თან, რომ ვწერდი ლელას ტემბრით ვმღეროდი, რომ ბოლომდე მომერგო მისთვის და აჰა, ბატონო, არ ბერდება ეს სიმღერა, როგორც ლელა“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
მოკლედ ეს რა დავწერე ჰააა? 😂😂😂
2002 წელს თან 😂 რომ
ვწერდი ლელას ტემბრით ვმღეროდი რომ ბოლომდე მომერგო მისთვის და აჰაა ბატონო არ ბერდება ეს სიმღრა როგორც ლელა 😂❤️Posted by Maiko Kachkachishvili on შაბათი, 29 ივლისი, 2023
„მაიკო მაგარი ხარ, კიდევ ველოდებით ახალ ჰიტებს“
„უბერებელი და საუკუნის ჰიტია“, – წერენ ფეისბუკის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.