LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი გურგულიას ექსმეუღლე: „საჩივარი არ გამომიტანია და არც გამოვიტან…“

646
news20108

გიორგი გურგულიას ყოფილი მეუღლე ლარისა გიგაური, რომელმაც პოლიციაში მსახიობის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა, “პრაიმშოუსთან” საუბრობს და ოჯახური ძალადობის შესახებ საუბრობს.

ლარისა გიგაური:

ჩვენი კონფლიქტები წლების განმავლობაში, უსასრულოდ მიმდინარეობდა, ბევრი ხვეწნა-მუდარით, მოდი, არ გვინდა, ვიმეგობროთ და ვიცხოვროთ ცივილიზებულად და გავზარდოთ ბავშვი, მაგრამ არაფერი ესმოდა. ჩვენ ოფიციალურად არ ვყოფილვართ ცოლ-ქმარი, სამი წელია, ვუცხადებ, რომ ცოლი არ დამიძახოს. ბავშვის გამო მივიღე ზომები. გადავწყვიტე, რომ ბავშვს არ უნდა ენახა ეს კონფლიქტები. საქმე უფრო და უფრო რთულდებოდა. აფექტი არ იყო. არ ვიცოდი კანონი და ის, რა მოჰყვებოდა ამას. ერთი მხრივ, კარგია და მივესალმები ამ კანონებს, მაგრამ მეორე მხრივ, რეალური პრობლემები ციხეში დაჭერით ვერ მოგვარდება. უნდა გვქონდეს საქართველოში ფსიქოლოგიური დახმარების საშუალება. გიორგისაც ვეხვეწებოდი დიდხანს, რომ ფსიქოლოგიური დახმარება მიეღო.

საჩივარი არ გამომიტანია და არც გამოვიტან. მე მისი დაჭერა არ მინდა, უბრალოდ, მინდა, რომ საერთოდ დამანებოს თავი, სიახლოვეს არ გამეკაროს, გვქონდეს მაქსიმალურად დისტანცია. ბავშვს გავუშვებ გარეთ, წაიყვანოს ხოლმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი კონტაქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები