ულამაზესი გოგონა, „მის საქართველო“, ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე 30 წლისაა. მან დაბადების დღისთვის სრულად ვარდისფერი სამოსი და ფეხსაცმელი შეარჩია და სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც გამომწერებს საკუთარი ასაკიც გაუმხილა.
ჯანეტს დაბადების დღე უამრავმა ადამიანმა მიულოცა. 30 წლის იუბილეზე შეკრებილებს შორის იყვნენ მისი და ასევე მეუღლის, პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ნოე სულაბერიძის მეგობრები, ანრი ჯოხაძე, ირაკლი მაქაცარია, ნინი ბადურაშვილი და სხვები.
ჯანეტმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი და ნოეს ქალიშვილს, ანნას ხელში უკავია ბუშტი, სადაც აწერია: „დედიკო, გილოცავ დაბადების დღეს“.