LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხალხო, ქართულად რატომ საუბრობო! ლამის მცემა! საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ენაზე საუბარს გვიკრძალავენ“ – რა შეემთხვა დედა სიდონიას

972
BeFunky-collage (5)

დედა სიდონია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე ქუჩის მუსიკოსის მიერ ნამღერი რუსული სიმღერა გააპროტესტა, ერთ-ერთმა მოქალაქემ მას ჰკითხა, თუ რატომ საუბრობდა თავად ქართულად.

“სააღდგომოდ რამდენიმე დღით მომიწია თბილისში ყოფნა. თავისუფლებაზე მომიწია ამოსვლა. ეს ახალგაზრდა მღეროდა რუსულად.

ვინანებდი, რომ არ მივსულიყავი და ვთხოვე, არ ემღერა რუსულად. მკითხა – რატომ?

ვუთხარი, იმიტომ რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%.

იქვე გოგონა გაჩნდა და მეუბნება – ენას რა მნიშვნელობა აქვსო. მე რუსულად არ ვსაუბრობ და არც მესმის-მეთქი.

მეუბნება, ქართულად რატომ საუბრობ? ხალხო, ასეთი რამ მოგისმენიათ? უკვე გვაქვს პრეცედენტი, რომ საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ენაზე საუბარს გვიკრძალავენ. მე დღეს მივიღე შენიშვნა – თუ რატომ ვსაუბრობ ქართულ ენაზე ჩემს ქვეყანაში.

 

 

აი, ეს იცის თქვენმა კომფორმულობამ. შემდეგი ეტაპი ამის იქნება ის, რომ მოვლენ და საკუთარ ენაზე საუბარს აგიკრძალავენ. მართლა დაუჯერებელია ეს ჩემთვის. ამ ბიჭმა ინგლისურად გააგრძელა სიმღერა, ამ გოგომ ლამის მცემა.

მოდის ერთი ქალბატონი და მეუბნება – თქვენ მორწმუნე ბრძანდებით, რა მოხდა იმღეროს რუსულად.

ანუ, რა მოხდა თუკი საკუთარ ქვეყანაში ქართულად საუბარს მიკრძალავენ? რა მოხდა თუკი ბავშვებს დაგვიხოცავენ? ეს ჩვენი დათმობა ძალიან შორს წავა. აი, ასეთი პატარა გოგოები.. თუ დაინტერესდებით მობრძანდით და გადაიღეთ”, – ამბობს დედა სიდონია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g