LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარიამ სანოგო: „ქალებს გვაქვს იმდენის საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში და ჩვენ ვარჩენთ, რა საჭიროა ზედმეტი ამბიციები…“

2675
mariamsanago

„თოქშოუს“ ახალი გადაცემის ანონსმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ანონსიდან ჩანს, წამყვანები ამჯერად სტერეოტიპს არჩევენ, რომელიც საქართველოში ქალებთან დაკავშირებით არის შექმნილი, რომ მათი ადგილი მხოლოდ სახლში, ოჯახში და სამზარეულოშია. ეს მოსაზრება მარიამ სანოგომ შემოატრიალა და პირიქით ისაუბრა. მან აღნიშნა:

„არ მესმის, ხომ არიან კაცები, რომლებიც მუშაობენ? ქალებიც არ სცემენ თავის თავს პატივს, როდესაც ქმრებს უშვებენ სამსახურში. ჯობია, ისინი ისხდნენ სახლში, მირჩევნია, გაზარდოს ბავშვები კარგად, დამახვედროს მოწესრიგებული სახლი… ცოტა უხერხულია, რომ კაცი გარეთ დადის, სამსახურში, მერე მეგობრებთან… ქალებს გვაქვს იმდენის საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში და ჩვენ ვარჩენთ, რა საჭიროა ზედმეტი ამბიციები, არ მესმის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები