ჯემალ ბაღაშვილი შვილებთან ერთად „ღამის შოუს“ სტუმრები იყვნენ. სახალისო ამბების გახსენების შემდეგ მამამ და შვილებმა ერთად იმღერეს.
„მაყურებლებმა შეაფასოს, მამა უფრო კარგად მღერის, თუ შვილები“, – აღნიშნა გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ.
მამა – შვილების, ნინის, ლიზას, მარიამის, ანასტასიასა და გია ბაღაშვილების ნამღერმა უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა:
„უფალმა დაგლოცოთ და კარგად გამყოფოთ მისაბაძო მამა -შვილო. ყოველი თქვენი გამოჩენა სითბოს იწვევს ხალხში“,
„ყველანი კარგები არიან განსაკუთრებით მამას პაწია ქალი“,
„იხარეთ თქვენ საყვარელ გოგონებთან ერთად“, – წერენ სოციალურ ქსელში.