LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა…” – მწვავე დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის

1479
BeFunky-collage (1)

“გირჩის” ლიდერმა “დღის კურიერში” ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაწესებული შეზღუდვების გამო გააკრიტიკა.

ცერცვაძემ კი აღნიშნა, რომ შეზღუდვების არარსებობის პირობებში ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგებოდა.

„რაც გინდათ იმას ამბობთ და რაც არ გინდათ იმას არ ამბობთ, ეგრე ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას.

მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა, მაგაზე არ არის საუბარი.

ბევრად დიდი მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ იმის გამო, რაც ამ ქვეყანას დაემართა და ამით ვერ გამოხვალთ, რომ მე კლინიცისტი ვარ და ავადმყოფებს ვუვლი…“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“თუ გვაქვს ახლა 350 000 შემთხვევა, რომ არ ყოფილიყო პირბადეები და სხვა შეზღუდვები, გვეყოლებოდა, როგორც შვედეთს აქვს, მილიონი შემთხვევა და ეს მილიონი ავადმყოფი იმ ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა, ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს. ახლა მათ ხელი შეეშალათ ბიზნესში, რადგან სახლში დატოვეს, მაგრამ თუ მილიონი კაცი ავად გახდებოდა, იმ მაღაზიებში, ღია რომ დაგვეტოვებინა და პირბადეები არ მოგვეთხოვა, მილიონი ავადმყოფი უფლებამიცემულ პერიოდშიც ვერ გააკეთებდა ბიზნესს და მაინც გაღარიბდებოდნენ,”-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცოტა ხნის წინ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცერცვაძესთან დებატების დროს “წყობიდან გამოვიდა” და ამის გამო ბოდიშს იხდის.

“წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს ვამზადებდი, ეგ არ დამმართნოდა.

და ეს არ არის ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა.

ნერვები აღარ მივარგა i guess.

ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g