მომღერალი გელა დონაძე გადაცემას “ჩვენი შოუ” სტუმრობდა.
მან გადაცემის წამყვან გია ბაღაშვილთან და ქართველ მომღერლებთან ერთად სიმღერა “მე ისეთი გოგო მიყვარს” შეასრულა.
სიმღერამ სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. „ამას ჰქვია ქართული გენი და ნიჭი”, “დიდი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა”, “გულზე მალამოდ მომეფინა თქვენი უნიკალური ხმები. მაინც სულ სხვაა ამღერებული ქართული სული.. ბრავოოო!” – უწერენ კომენტარებში მსმენელები.