“მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა” – მეგი გოგიტიძემ მუსიკალური კარიერის აწყობა რუსეთში წარმატებით მოახერხა. პანდემიის მიუხედავად, მის კონცერტებზე სხვადასხვა კლუბში უამრავი ადამიანი იკრიბება. მეგი გოგიტიძის ვიდეოები პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მისი ერთ-ერთი ვიდეო რეპეტიციაზეა გადაღებული, სადაც მოცეკვავეებთან ერთად თავადაც აქტიურად ცეკვავს და მღერის.
მისი “ფეისბუქის: გვერდზე ნახავთ ამოანრიდს კონცერტიდან, სადაც მაყურებლებს მიმართავს და ასევე მღერის.
უახლოეს მომავალში ერთ-ერთ მოსკოვურ კლუბში მისი კონცერტია დაგეგმილი. კონცერტი 2021 წლის 7 იანვარს გაიმართება და მასზე მეგი ვიდეომიმართვით თავად იწვევს თაყვანისმცემლებს.