მსახიობი, ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი და მომღერალი თიკა ფაცაცია ახლო მეგობრები არიან და როგორც სამსახურში, ასევე სამსახურს გარეთ დროს ერთად ხშირად ატარებენ. ამას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებიც მოწმობს, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს ხოლმე.
არჩილ სოლოღაშვილი Instagram გამომწერებს უზიარებს ვიდეოს, რომელიც მისი და თიკას ფოტოებით არის გაკეთებული.
„მიყვარს ტელეფონი, რომ ზრუნავს ტკბილ მოგონებებზე“ – წერს არჩილ სოლოღაშვილი.
ვიდეო: „უჩინმაჩინის ქუდი” – არჩილ სოლოღაშვილისა და თიკა ფაცაციას შესანიშნავი შესრულება