LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოვა მაისი“ მამუკა მდინარაძის შესრულებით და გია ბაღაშვილის აკომპანემენტით – ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრების სრული ვერსია

2307
Untitled design

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ასრულებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჯანსუღ კახიძის სიმღერას „მოვა მაისი“.

როგორ მღერიან და უკრავენ ქართველი პოლიტიკოსები - რომელი მათგანის შესრულება აიტაცეს სოციალურ ქსელში

გადავწყვიტეთ,  იმ  ქართველი პოლიტიკოსების შესახებ გიამბოთ, ვინც საზოგადოებას თავი სიმღერითაც დაამახსოვრა.  

თავდაპირველად, კადრები პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა, ვიდეოს სრული ვერსია კი ახლახან „კრუიზი – Cruise Hotel & Restaurant“-ის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

მამუკა მდინარაძეს აკომპანემენტს გია ბაღაშვილი უკეთებს – ის როიალზე უკრავს.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძე არაერთხელ ყოფილა  სხვადასხვა სატელევიზიო შოუს მონაწილე. ხოლო მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა.  „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ, ბექა ოდიშარიამ და სხვებმა ერევანში, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში „თბილისო“ შეასრულეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები