LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მშვენიერი ლიზი რამიშვილი და მისი გულის მოსაგებად განწყობილი ორი მუსიკოსი

931
lizaramishvii

27 დეკემბერს, თბილისის ოპერა შესანიშნავ კონცერტს უმასპინძლებს. Conceptart-ის ორგანიზებით, ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, სანდრო გეგეჭკორთან, ლიზი რამიშვილსა და თორნიკე ფოფხაძესთან ერთად მუსიკალურ ზეიმს შემოგვთავაზებს.

საღამოს ორგანიზატორები ძალიან ორიგინალურ ვიდეოებს გვთავაზობენ კონცერტის წინ. ერთ-ერთ ვიდეოში შამპანურის ჭიქით ხელში ლიზა რამიშვილი როიალზეა წამომჯდარი, ხოლო სანდრო გეგეჭკორი და ნიკოლოზ რაჭველი მუზიცირებენ.

ლიზა რამიშვილი სანდროსა და თორნიკესთან ერთად „ფორმულას“ დილის გადაცემას სტუმრობდა, სადაც სანდრო გეგეჭკორმა აღიარა, რომ ის და თორნიკე მისი გულის მოსაგებად იბრძვიან, გოგონას ეს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ხოლო საბოლოო ვერდიქტს ნიკოლოზ რაჭველისგან ელოდებიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები