LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მთის ცხოვრება” – მარგარეტ დაიაური ულამაზეს ვიდეოს გვიზიარებს

172
BeFunky-collage (10)

ხელოვანი მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს.

“მთის ცხოვრება”, – წერს ვიდეოზე მარგარეტი.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Margaret Daiauri (@margaretdaiauri)

მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, ხევსურულ კაფესა და სახელოსნოს ფლობს. ახლახან მან „აწარმოე საქართველოდან“ გრანტი მოიგო და მეგობრებს საინტერესო ამბავიც გაუზიარა, როგორ გაუმართა ხელი ნორვეგიელმა ჟურნალისტმა:

„დაახლოებით, ერთი კვირის წინ უსაყვარლესმა და უკეთილშობილესმა, მარიამ ისაკაძემ შატილში ნორვეგიელი ჟურნალისტი მოიყვანა, სტატია უნდა დაეწერა ჩვენზე, ინტერვიუსას, ჩემი ისტორია მოისმინა, ასევე, მოისმინა მიზნები, გეგმები, გრანტის ამბავი, ნახა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, დიდი მომავალი გაქვსო, საჩუქრები დამიტოვეს და წავიდნენ.

დღეს, ბო ისევ დაბრუნდა, დაბრუნდა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩემთვის 1500 ლარი ეჩუქებინა, იმ თანადაფინანსების ნახევარი, რაც მე უნდა დამედო „აწარმოე საქართველოსთვის“, ეს ფული ნორვეგიელებმა შეაგროვეს ბოს ინიციატივით.

ჰოდა, მინდა იცნობდეთ ამ ადამიანს, ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც, წესით, არც უნდა მიექცია ყურადღება იმ თანადაფინანსების თანხისთვის, მაგრამ იმდენად კეთილი, საყვარელი და იშვიათი ადამიანია, ამისთვის დაბრუნდა.

უდიდესი მადლობა!

ჩემს სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმრებს, აუცილებლად ეცოდინებათ, ვინ არის ბო და ჩემს წამოწყებულ იდეას ხევსურეთში, დასაწყისშივე როგორ დაუჭირა მხარი. ბომ, არა მხოლოდ მე დამიჭირა მხარი, არამედ ხევსურეთს, შატილს და მის განვითარებას !“

 

ამავე თემაზე:

მარგარეტ დაიაური: ჩემი მარო ბებო, ქსოვს და ქარგავს ულამაზეს ხევსურულ წინდებს, ფერები და ორნამენტები არ მეორდება

„უსაყვარლესი კელი დეგნანი კაფეში გვესტუმრა“ – მარ­გა­რეტ და­ი­ა­უ­რი

რა საჩუქარი მიიღო შატილში კაფესა და სახელოსნოს მფლობელმა გოგონამ: „მინდა, იცნობდეთ ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ამისთვის დაბრუნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები