LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანი: „საკუთარი თავით ტკბობა დაიწყეთ, იქნებ, ახალი პროფესია გინდათ ან პირადი გაქვთ დასანგრევი და ახალი მოსაძებნი? არ შეგეშინდეთ!..“

244
ნანუკა

თიკო სადუნიშვილთან ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი თავით ტკბობის. ის წამყვანის თხოვნით, სამ მთავარ რეკომენდაციას გასცემს ქალებისთვის:

„უნდა დაფიქრდნენ ასაკია ეს თუ იმ მომენტის გამოწვევა, პრობლემა უნდა მოძებნონ სწორად.

აუცილებლად გექნებათ ფიქრები, უკნიდან ნეგატივი მოგქაჩავთ, თითქოს პოზიტივი არ არის და უნდა იჭიდავოთ… ხომ ბანალურად ჟღერს ვარჯიში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამან გაჭრა. რადიკალურად თქვით უარი მავნე ჩვევებზე. იმაზე, რაც ცუდად გხდით.

სიახლეების არ შეგეშინდეთ – შეიძინეთ ახალი მეგობრები, ოღონდ ძველზე კი არ თქვათ უარი, ახალი ამბები მოისმინეთ, კინოსა და თეატრში მარტო იარეთ, საკუთარი თავით ტკბობა დაიწყეთ, იქნებ, პროფესიის შეცვლა გინდათ და ვერ ხვდებით, იქნებ, პირადის შეცვლა გინდათ, დასანგრევი გაქვთ და ახალი გყავთ მოსაძებნი? არაფრის შეგეშინდეთ, თავიდან უნდა დაიბადოთ, მერე კი ისეთი ინერცია გექნებათ, რომ თავიდან მიჰყვებით ბოლომდე…“

„37 წლის ასაკში მეგონა რომ ცხოვრება დასრულდა, მეგონა არცერთ მამაკაცს ჩემთან პარტნიორობა აღარ მოუნდებოდა.. აღარასდროს აღარ მეყვარებოდა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ვიდეო: „43 წლის ნანუკას მგონია რომ ყველაფერი წინ მაქვს, მინდა კვერცხუჯრედი გავყინო, გავხდე სტუდენტი, თუ მომინდება თეთრ კაბასაც ჩავიცვამ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

„შენი თავის იდეალური ვერსია გახდი“, „გიყურებ და არ მჯერა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო, რომელიც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები