LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ ბასილაშვილთან გაშორების შემდეგ ნეკა დოროყაშვილმა ბიზნესი წამოიწყო

4743
nekadorokashvili2021

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლე, რომელიც სპორტსმენს სკანდალურად გაშორდა, პირველად გამოჩნდა კამერების წინ. მან ახალი გატაცების შესახებ თავად ისაუბრა „იმედის დღეში“. როგორც ნეკამ აღნიშნა, სპორტული ხაზის შექმნა გადაწყვიტა: „ბევრ ბრენდს სწორედ ასე აქვს დაწყებული. როცა რაღაც გინდა, არ არის და ეძებ, მერე გიჩნდება სურვილი, რომ შენ გააკეთო. მიყვარს ყოველდღიური სამოსი. მინდოდა, რომ საახალწლო განწყობით შევხვედროდით მე და ჩემი შვილი. მინდოდა კომფორტული, თბილი საახალწლო სამოსი. ქართულ ბაზარზე ვერაფერი მსგავსი ვერ ვნახე. შევქმენი კოლექცია, მოვამზადეთ 12 სხვადასხვა მოდელი, ათი სხვადასხვა ფერით, პრინტებზე გვაქვს ლიცენზია. ვგეგმავთ, რომ ჩვენი ფილიალი ნიუ იორკში გადავიდეს და იქ აწარმოოს კოლექციები“.

როგორც ნეკა დოროყაშვილმა აღნიშნა, ამ ბიზნესს მარტო უძღვება.

წამყვანმა დასვა კითხვა, ხომ არ არის ეს წამოწყება ერთგვარი რეაბილიტაცია, ახალი ეტაპის დაწყების მცდელობა, იმ ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით, რაც ნეკა დოროყაშვილმა გაიარა. „იყო ბევრი ტალახი, კრიტიკა, უნდობლობა, მხარდაჭერაც“, აღნიშნა ეკა ამირეჯიბმა.

ნეკა დოროყაშვილმა თქვა, რომ ის პირად დეტალებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა საკუთარი ბრენდის შექმნა დიდი ხანია, უნდოდა და კოსმეტიკური ხაზის წარმოებასაც აპირებს.

წამყვანის კითხვაზე, ადევნებს თუ არა თვალყურს ყოფილი მეუღლის თამაშებს, ნეკა დოროყაშვილი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში არხს არ ცვლის და თამაშს უყურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები