მსახიობი ია ფარულავა ვიდეო მიმართვას ავრცელებს და სოციალური ქსელების მეშვეობით სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით წარმოქმნილ ბარიერებზე საუბრობს.

„ძვირფასო ქალებო, რამდენ ისტორიას ვისმენ თქვენგან, ონლაინ შეყვარებულობანას რომ ეთამაშებიან ქალებს კაცები, მერე არ ნახულობენ, აგიჟებენ და სცინცლავენ ფულებს, ენერგიას, ბევრ რამეს.. არ ვიცი, რატომ ხდება ეს?

ქალბატონებო, მოუფრთხილდით თქვენს ენერგიას, ნუ ჩავარდებით ილუზიების ტყვეობაში, რამდენი ისტორია ვიცი, წიგნი ხომ არ დავწერო?

ჩემს მიერ დადებულმა პოსტმა ონლაინ ურთიერთობაზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად, ქალბატონები მწერენ რომ ჰქონიათ მსგავსი ურთიერთობა, ფულიც გაუგზავნიათ..“,– ამბობს ია ფარულავა.

 

 

მსგავსი თემები