მომღერალი მარიკო ებრალიძე „იმედის დღეში“ პირად გამოცდილებაზე საუბრობს, რა ხდება მაშინ, როცა ოჯახში მეორე შვილი ჩნდება.
რუბრიკაში „წესები მშობლებისთვის“ მარიკო ებრალიძე აცხადებს, რომ როდესაც მეორე შვილს ზრდი უკვე ბევრი რამ გაქვს ნასწავლი და იცი ბავშვის ცუდად ყოფნის დროს, როგორ უნდა მართო სიტუაცია, რაც პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სხვაგვარია, რადგან ყველა რჩევის მოცემას ცდილობს და შენ, როგორც მშობლებს გიჩნდება სურვილი ბავშვი პროფესიონალ პედიატრთან მიიყვანო.
„პირველ შვილზე ყოველ კვირა ვიყავი პედიატრთან და მეორე შვილი 3 წლის არის და ერთხელ მყავდა, რომ დაიბადა. მეორე შვილზე ყველაფერი გაქვს, ყველაფერი იცი და ამას ახლა მივხვდი ამ ეთერამდე სანამ საუბრობდით… პირველ შვილზე იმდენი რჩევა მოდის, რაღაცას კითხულობ, იქ ვიღაც, რაღაცას გეუბნება და ამ ყველაფერს გინდა მოშორდე და მიხვიდე მართლა პროფესიონალთან. ჩემი ქმარიც ექიმია და ვიცი, რომ არაფერს გამიჭირვებს მაგრამ, ბავშვს სჭირდება პედიატრი“, – აცხადებს მარიკო ებრალიძე.
როგორ იცვლება დედა მეორე შვილის გაჩენისას?
??? რა ხდება მაშინ, როცა ოჯახში მეორე შვილი ჩნდება? – მარიკო ებრალიძე პირადი გამოცდილებით თიკა წერეთლის რუბრიკაში “წესები მშობლებისთვის”
#იმედისდღე
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on Thursday, May 4, 2023
მარიკო ებრალიძე პირველად ახლად შეძენილი შვილის შესახებ – „მეუღლე მშობიარობას დაესწრო…“