მომღერალი ლექს-სენი ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკუთარი კრიმინალური წარსულის შესახებ ისაუბრა.
როგორც ია ფარულავა აცხადებს, ლექს-სენი 90-იან წლებში ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო და ბინების ძარცვაშიც იღებდა მონაწილეობას.
„25 წლის წინანდელი ამბების. მაშინ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ქუჩა და „გაფუჭება“ იყო ნორმა.
მხედრიონის შემდგომი პერიოდი იყო, მიტოვებული იყო რაღაცები…თუ კი სადმე ვინმე არ იყო შესული, არ არსებობდა, რომ მე არ შევსულიყავი.
ერთხელ ავტობუსების პარკში ვიყავით, თუკი რამე იყო დარჩენილი საბურავი, საჭე და რაღაცები გამოვიტანეთ.
იარაღსაც ვატარებდი „ჩეზეს“,- აცხადებს ლექს-სენი.