მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე, იგივე თორჩო, რომელიც ლელა წურწუმიას ბენდში ბექ-ვოკალისტის ამპლუაშია, განსაკუთრებული სტილით და სცენურობით გამოირჩევა.
მისი პერფორმანსები მუდმივად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას და სოციალურ ქსელშიც განხილვის თემაა.
ვიდეო: გიორგი თორაძე ჯეიმს ბრაუნის სიმღერას ქარიზმატულად ასრულებს
მორიგ ასეთ ვიდეოს თორჩო ამჯერად, „ტიკ ტოკ“ პლატფორმაზე გვთავაზობს. მას გვერდს მომღერალი ანა დოიაშვილი უმშვენებს.
ვიდეოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა: „რა მუსიკა გააცოცხლეს“, „როგორ შეიძლება ეს ბიჭი არ გიყვარდეს“, „უსაყვარლესები“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.