LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რისთვის უხდის მადლობას ცოლს მიშა ცაგარელი

663
cagareli20102

მიშა ცაგარელი ტელეკომპანია “იმედმა” ცოლთან, ნანა ვაშაკიძესთან ერთად ჩაწერა. როგორც ცნობილი ასტროლოგი ამბობს, ოჯახის ბურჯი ქალია და კაცმა რაც უნდა გააკეთოს, სახლში აურას ქალი ქმნის.

ნანა ვაშაკიძე:
როცა ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, მიშა ასე არ იყო ასტროლოგიით დაკავებული. ჩვენ ერთმანეთი ბიოქიმიის ინსტიტუტში გავიცანით. იყო ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი და მომხიბლა.

მიშა ცაგარელი:

წყვილებს შორის კოსმობიოლოგიური თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი წვრილმანია, რომელიც ურთიერთობაში ქმნის დისონანსს ან ჰარმონიას.

დიდხანს აკვირდებოდით ქალბატონ ნანას?
ჩვენ, სანამ დავქორწინდებოდით, ერთი-ორი წელი ვიარეთ. ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა, მაგრამ არსად გვეჩქარებოდა. ისიც მაკვირდებოდა. ნანა არ არის ის ტიპაჟი, ვირაც უცებ მოსწონებოდა და გათხოვილიყო…

ნანასგან ბევრი რამ ვისწავლე. ბევრ რამეში შემიწყო ხელი. ცდილობდა, რომ მქონდა ინტერესი, ხელს მიწყობდა განვვითარებულიყავი. ამ მხრივ ძალიან მადლიერი ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები