ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცეკვავის, ქორეოგრაფ თეა დარჩიას მიერ შესრულებული ცეკვები მუდმივად იწვევს აღფრთოვანებას.
ენერგიული და ქარიზმატული მოცეკვავე ხშირად გვიზიარებს ხომე სხვადასხვა სახის საცეკვაო ნომერს, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელში უამრავ მოწონებას იმსახურებს ხოლმე.
ვიდეო: თეა დარჩიამ შვილის, მარიამ მათიაშვილის ქორწილში შეუდარებლად იცეკვა – ულამაზესი კადრები
ვიდეო: „ულამაზესი წყვილი…გული გამითბა” – თეა დარჩიას საოცარი ცეკვა მეუღლესთან ერთად
თეამ სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და მაყურებელს არაერთხელ აჩუქა დაუვიწყარი ემოციები, დღეს კი მას საკუთარი სტუდია „თედასი“ აქვს, სადაც პატარებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილს ოთხი შვილი – მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ.
ქორეოგრაფის უმცროსი ქალიშვილი იოანა, რომელმაც უკვე გამოამჟღავნა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაშიც ცეკვავს, რეპეტიციაზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
„როგორ ჰგავხარ მარიამს“, – აღნიშნავენ ინტერნეტმომხმარებლები.
ცნობისთვის, თეა დარჩიას უფროსმა ქალიშვილმა, მარიამ მათიაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა.
ვიდეო: ულამაზესი კადრები მარიამ მათიაშვილის ქორწილიდან – საოცრად დახვეწილი ცეკვა