LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე გოგიაშვილი წელიწადში 250 დღეს სოლარიუმში ატარებს

308
salomegogoashviilinewssl

სალომე გოგიაშვილი გადაცემას „თქვენი კლინიკა“ ესტუმრა. ტელესახეს ძალიან უყვარს გარუჯვა და როგორც თავად აღნიშნა, წელიწადში დაახლოებით 250 დღეს, 15 წუთს სოლარიუმში ატარებს, რადგან საკუთარი თავი ძალიან არ მოსწონს თეთრი კანით და დეპრესიაში ჩავარდნას, ისევ სოლარიუმის მოხმარება ურჩევნია. მან ასევე თქვა, რომ არც სოლარიუმში და არც მზეზე წოლისას არ იყენებს არანაირ დამცვას და არც დამატენიანებელ საცხებს, რაც ექიმების თქმით, საკმაოდ საშიშია.

მოგვიანებით, იმის დასადასტურებლად, რომ სოლარიუმის მოხმარება და მზეზე სისტემატური და ხშირი წოლა დამცავების გარეშე სახის კანის გამშრობას და ნაადრევ დაბერებას იწვევს, ტელესახეს ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზეს. მას ვიზაჟისტებმა კანი სპეციალურად მაკიაჟის საშუალებით დაუბერეს, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და სალომემ აღნიშნა, რომ ამ შედეგის თავიდან ასახილებლად აუცილებლად გამოიყენებს სხვადასხვა დამცავ საშუალებას და ექიმების ყველა რეკომენდაციასაც გაითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები