5 მაისს, „მონოჰოლში“ ლელა წურწუმიას კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. როგორც ყოველთვის, საყვარელი ჰიტებით ლელამ დარბაზი აიყოლია და მსმენელს განსაკუთრებული საღამო აჩუქა.
ლელას კონცერტის მიმდინარეობისას დარბაზიდან უკრაინის დროშა მიაწოდეს, რომელიც სცენაზე გაშალა. აღნიშნულს დარბაზში მყოფებისგან ოვაციები მოჰყვა.