ცნობილი მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი ქარიზმატულობითა და არაორდინარულობით მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად, დიდი გამოხმაურება გამოიწვია
გოჩა ჩერტკოევის და შორენა გაჩეჩილაძის შვილის ქორწილმა, რომელიც წყვილმა ამჯერად, თბილისში გადაიხადა.
ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია, რომელიც ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა და ახლა სოციალურ ქსელში შენონ ჩერტკოევი უწერია
წვეულებას არაერთი ცნობადი სახე დაესწრო.
ქორწილი ქართული ტრადიციული ელემენტებით იყო სავსე. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. სიძემ და პატარძალმა ქართულ ტრადიციულ სამოსზე შეაჩერეს არჩევანი.
ქართულ ცეკვებთან ერთად, როგორც მოსალოდნელი იყო, შესრულდა სამეჯლისო ცეკვებიც.
ცნობისთვის, ლევანმა რჩეულს ხელი გასული წლის იანვარში სთხოვა, შემდეგ კი როგორც წყვილის სოციალური ქსელიდან ირკვევა, ქორწილი ამერიკაში გადაიხადეს.