ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება. სიახლემ, როგორც ქეთისთვის საყვარელი ადამიანები, ასევე მისი სოციალური ქსელის გამომწერებიც გაახარა.
სწორედ Instagram გამომწერებისთვის, ქეთიმ ვიდეო გაავრცელა, სადაც მათ მადლობას უხდის ბედნიერების გაზიარებისთვის.
ქეთი ხატიაშვილი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკვე 5 თვის არის, სქესიც იციან, თუმცა ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.
მისი განცხადებით, კვლავ ჩვეული რეჟიმით არის სამსახურში დატვირთული, პარალელურად ვარჯიშობს და კვებას აკონტროლებს, რათა წონაში არ მოიმატოს.
ვიდეო დამკვრელი
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2023/11/c14cfa70279c0f8e518fa8aed3071190-video-dashinit-2023-11-05_15-00-30_356234.mp4?_=5