უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკვე საათზე მეტია, რაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
ენერგოდარის მერის დიმიტრი ორლოვის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ხაზს იცავენ:
“ჩვენი შეიარაღებული ძალები ხაზს იცავენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ მათ ზუსტ რაოდენობასა და მდგომარეობაზე მოცემულ ვითარებაში”, – აცხადებს მერი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დიმიტრი ორლოვმა “ტელეგრამზე” დაწერა, რომ მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა და ქალაქში სროლის ხმა ისმოდა.
2 მარტს “უნიანი” წერდა, რომ მტრის ჯარები მიუახლოვდნენ ენერგოდარს, სადაც მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მოქალაქეები ქუჩაში მასობრივად გამოვიდა მტერთან შესახვედრად და ოკუპანტები ქალაქში არ შეუშვეს.
3 მარტს ქალაქის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა, რომ მტრის კოლონა, რომელიც 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკისგან შედგება, ქალაქს უახლოვდებოდა. მან აღნიშნა, რომ მტერმა ესროლა საგუშაგოს და იარაღს იყენებდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც. ორლოვმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, მერმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქ ენერგოდარში საგუშაგოზე ბრძოლა მიმდინარეობდა, მტრის ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, ერთ-ერთ მათგანს კი ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: