LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიღაც სპეცრაზმელმა ამოიღო წიწაკის სპრეი და თვალებში შემასხა” – “კავკასიის” ოპერატორმა აქციაზე გონება დაკარგა

124
ფდჰბზდფჰ

ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ აქციაზე გონება დაკარგა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

როგორც ოპერატორი აღნიშნავს, ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს თვალებში. ამჟამად, ის თავს უკეთ გრძნობს და კონტაქტურია.

„ჩამოყვანა უნდოდათ ჯიხურიდან ერთ-ერთი აქტივისტის. ჩვენ ქვემოთ ვიდექით, მითხრეს გაიწიეო – გავიწიე. კიდევ გაიწიეო, კიდევ გავიწიე, მაგრამ ამასობაში ვიღაც სპეცრაზმელმა ამოიღო წიწაკის სპრეი და თვალებში შემასხა. ერთხელ ხომ შემასხა, თავი ავწიე რას აკეთებ მეთქი და მეორედ შემასხა, მერე მესამედ. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა“, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული ნეტგაზეთთან საუბარში.

ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს – შსს განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა ძალის გამოყენებით სცადეს ოპოზიციონერი აქტივისტის, ბესიკ თამლიანის ჩამოყვანა ჯიხურის სახურავიდან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g