დღეს დილიდან მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოებში 9 ჯგუფია ჩართული, მიმდინარეობს წყლის ზედაპირის და ფსკერის დათვალიერება, თუმცა დაკარგული მამაკაცი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
“ფორტუნას” ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადა მტკვარში 31 წლის ვეფხია ხაჩიძეს ეძებს.
სანზონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ დაკარგული მამაკაცის მშობლები.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 143-ე – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, მუხლით დაიწყო.
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებშიც ეძებენ