LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ყველაზე ლამაზი ესპანელი მამაკაცი (ფოტო)

444
pjimage

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ვინ გახდა “მისტერ ესპანეთი 2019”. 25 წლის იერაი იდალგო 2019 წლის ყველაზე ლამაზ ესპანელ მამაკაცად დასახელდა. ის კანარის კუნძულებიდანაა, მისი სიმაღლე 1.95სმ-ია. ის სერჟანტია საჰაერო ძალების რეზერვში, ასევე მოცურავეა და სახანძრო განყოფილების მაშველი და სკაუტიც გახლავთ.

 

განათლებით – მრავალპროფილიანი აპლიკაციების შემუშავების უფროსი ტექნიკოსია.

ამჟამად მისი მთავარი საქმიანობა მწვრთნელობა და მოდელობაა.

ცისფერთვალება, მხიარული, ძლიერი, ჭკვიანი და ლამაზი – ასეთია “მისტერ ესპანეთი”.

კონკურსის მონაწილეები, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, ტანსაცმლით და მის გარეშე პოზირებდნენ კამერების წინ,  მონაწილეობდნენ ცეკვასა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, აძლევდნენ უამრავ ინტერვიუს და იღებდნენ ფოტოებს.

იერაიმ ფინალში, ტიტულისთვის ბრძოლაში, კონკურსის 52 მონაწილე დაამარცხა, დაჯილდოების ცერემონიის დროს იდალგომ თქვა:  “ჩემი საყვარელი ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ოცნებები უნდა ახდეს!”

“სილამაზის მეფის” პირადი ცხოვრების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მარტოხელაა და ვალდებულების გარეშე. ესპანური სტანდარტებით, 25 წელი ის ასაკია, როდესაც ადამიანი, ამ შემთხვევაში ეს ახალგაზრდა მამაკაცი, ჯერ კიდევ “ეძებს საკუთარ თავს” როგორც ურთიერთობებში, ასევე ცხოვრების პრინციპებში.

magti 5g