მამა პეტრე კოლხი საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე წერს. ის სოც. ქსელში გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვი სკოლაში ჩანთის ნაცვლად, პარკით მიდის.

“ვინ იცის, რამდენი მოსწავლე არ წავიდა პირველ დღეს სკოლაში. რამდენს არ ჰქონდა ჩანთა, ფეხსაცმელი, მეტიც, სურვილი, რომ სკოლის დაწყება ეზეიმა… ვინ იცის, რამდენს ჩაუკვდა ცხოვრებისადმი, სიცოცხლისადმი წყურვილი. ვინ იცის, რა უფრო რთულია, დახეული პარკით მისვლა სკოლაში, თუ ყველაფერზე ხელის ჩაქნევა… ალბათ, მაინც პირველი, რომ არ შეეგუო იმ გარემოს, სადაც აღმოცენდი და იბრძოლო უკეთესი პირობებისთვის… თავი დააღწიო მონურ ფსიქოლოგიას და დაეხმარო სხვებსაც სირთულეების დაძლევაში…

P.S. ისე, ასეთ სიღარიბეში, თავს როგორ უნდა მისცე უფლება, ბანკებში დააბანდო თანხები, ან იყიდო იმდენი სახლები, რომ მისამართს თვითონ ვერ აგნებდე! მაკედონელი რონ გარდაიცავალა, ხელის გული ღია დატოვა, ნახეთ, არაფერი მიმაქვსო!” – წერს პეტრე კოლხი.

ნახეთ, ამავე თემაზე “ფორტუნას” სტატია: რა ღირს სკოლაში წასვლა?

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები