LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს: პრეზიდენტი

46
BeFunky-collage (15)

ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია ,- ამის შესახებ პრეზიდენტმა  ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

“საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g