23-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 117 ადამიანი.
40-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. საავადმყოფოებშია 64, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
პოლიციის ინფორმაციით, ვინიცას ცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია საოფისე შენობა, საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო ცენტრი და ოფიცერთა სახლი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ვინიცას ცენტრს „კალიბრის“ ტიპის 3 რაკეტა ესროლეს ანექსირებული ყირიმის აკვატორიიდან, ფიოლენტის კონცხის რაიონში მყოფი სარაკეტო გემიდან.