LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირთხას თუ თხილი არ დავუდეთ, ხომ არ გვგლეჯს ახალ ვირუსს?“ – რას პასუხობს მიხეილ ცაგარელი ამ შეკითხვას

305
agareli-mixeil-232344345-2019-12-12-10-19-34-224720

მიხეილ ცაგარელი რადიო „ფორტუნას“ ეთერს სტუმრობდა წინასაახალწლოდ და სოციალური ქსელის საშუალებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას ასეთი კითხვა დაუსვა:

„ვირთხას თუ თხილი არ დავუდეთ, ხომ არ გვგლეჯს ახალ ვირუსს?“

მიხეილ ცაგარელმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

„ისიც საკმარისია, რაც შემოგვიტანა. მე თავის დროზე ეს ვთქვი. მინიმუმ ხუთი შტამია ამ ვირუსში, ხუთი გრიპი ერთად გაერთიანებული. ასეთი რამ კაცობრიობას ჯერ არ ჰქონია. ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ვაქცინა არის პირველი შტამის. ახლა ის აღარ არის. მეორე შტამმა გაიღვიძა მუტაციის შემდეგ და ეს არის მეორე ტალღა, მერე მესამე ტალღა მოვა და ასე. მაისიდან ნელ-ნელა დაიწყებს შესუსტებას, მაგრამ ექიმები ტყუილს კი არ გვეუბნებიან, რომ ამ ვირუსთან ხანგრძლივად მოგვიწევს ყოფნა. ხუთი სხვადასხვა შტამია და ხუთი ვაქცინა მაინც უნდა გვქონდეს, რომ საბოლოოდ მოვერიოთ ამას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები