LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის გავრცელების ბოლო დინამიკით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

1158
Untitled design (3)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში დიაგრამას აქვეყნებს, რომელშიც, ვირუსის გავრცელების დინამიკით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, მონაცემები გამოსახავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის გავრცელებას 100 000 ადამიანზე და სწორედ ამ მხრივ “ლიდერობს” საქართველო.

“კიდევ ერთი სამწუხარო ლიდერობა რეგიონში. ბოლო ორ კვირაში 100 000 ადამიანზე კოვიდ შემთხვევების რაოდენობა.. როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველო ძალიან წინ არის გაჭრილი ამ რბოლაში და “სამწუხაროდ საპატიო” პირველ ადგილზეა ჯანმოს ევროპულ რეგიონში.” – წერს წერეთელი და დიაგრამას აქვეყნებს.

 

 

საქართველო პირველ პოზიციაზეა The New York Times-ის კოვიდრუკაზეც, რომელიც ვირუსის გავრცელების დინამიკას ასახავს.

განახლებული მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით.

სწორედ ამ მოანცემების მიხედვით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, საქართველოში ახალი შემთხვევების რიცხვი საშუალოდ 3 758-ია, ეს კი 100 000 სულ მოსახლეზე 101 ახალი შემთხვევაა.

რაც შეეხება სიკვდილობის მაჩვენებლს 100 000 მოსახლეზე, ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზს იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები