საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში.
„ბუსტერდოზების“ გამოყენებასთან დაკავშირებით საბჭომ მხარი დაუჭირა მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება.
ბუსტერ დოზების გაკეთება შესაძლებელი მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლები“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მსოფლიოში აქტიურად განიხილავენ, უნდა გაკეთდეს თუ არა ბუსტერ დოზა. ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადენომ გებრეისუსი ამბობს, რომ ვაქცინების გადანაწილება სამართლიანად უნდა მოხდეს და იმ დროს, როდესაც ბევრ ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაციას ვერ ახერხებენ, ბუსტერის გამოყენება მათ მიმართ „დანაშაული იქნება.