LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვმუშაობთ ალტერნატიულ გეგმაზეც” – აპირებს თუ არა სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობას

76
თამარ გაბუნია

“ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რისი დეტალებიც დაზუსტდება,” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით და აქვე განმარტავს, რომ საუბარი არ არის სადმე, საველე სივრცეში კარვები გაიშალოს.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა ჯანდაცვის სექტორი ე.წ. “საველე ჰოსპიტლების” მოწყობას.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საწოლების მობილიზების კუთხით, სექტორში რესურსი ჯერჯერობით არის, კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპიც იმატებს და ამასთან, არის იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსის მართვის პროცესში კოვიდსასტუმროების იგივე რაოდენობა ჩართონ, რაც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ტალღის პირობებში:

“კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს, არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ კოვიდსასტუმროების იგივე რაოდენობა ჩავრთოთ, რაც გვქონდა გასული ნოემბერ-დეკემბრის ტალღის პირობებში.

ვფიქრობთ, ეს რესურსი იქნება საკმარისი, რომ მიმდინარე პერიოდში შემთხვევები იმართოს და არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რისი დეტალებიც დაზუსტდება. არ არის საუბარი, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს – ნამდვილად არ იქნება ეს ამბავი, არც ალტერნატიული სივრცეების გამოყენებაზე.

რესურსი ჯერჯერობით არის სექტორში საწოლების მობილიზების კუთხით, დაახლოებით 8 000 საწოლია, რაც ჩვენ შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ, ასევე კოვიდსასტუმროები – ეს არის ჩვენი გეგმა ამ ეტაპზე.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g