LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოგი“ ყაზბეგში – სრული ფოტოსესია

vog

იაპონური „ვოგის“ ფოტოსესია, რომელიც ყაზბეგში გაიმართა – სრული ფოტოსესია სოფო ჭყონიამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დადო. „მოგზაურობა საქართველოში“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „ვოგის“ იაპონურმა გამოცემამ ყაზბეგში გადაღებული ფოტოები, სადაც ცნობილ ბრენდებში გამოწყობილი მოდელი პოზირებს. ფოტოების ავტორია ტომ ქრეიგი. მოდელმა ამბერ ვიტკომბმა „პრადა“, „ჟივენში“, „შანელი“, „დიორი“, „გუჩი“, „ვალენტინო“, „ფენდი“ და „ლუი ვიტონი“ მოირგო.

გამოცემამ მადლობა გადაუხადა სოფო ჭყონიას, მერსედეს ბენციდ მოდის კვირეულის დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს თბილისში, რომელმაც ზემოხსენებულ ფოტოსესიას გაუწია ორგანიზება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები