უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 55-ე დღის შემაჯამებელ მიმართვაში აღნიშნა, რომ გაცვლის შეთავაზებაზე რუსეთისგან პასუხი არ აქვთ.
„ვითარება მარიუპოლში უცვლელად, რაც შეიძლება მძიმედ რჩება. რუსული არმია, ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისა და ჩვენი ხალხის გადასარჩენად, ყველანაირ ძალისხმევას ბლოკავს. ოკუპანტები, მათ ხელში ჩავარდნილი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ცდილობენ. რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქამდე გაყვანილი მინიმუმ ათიათასობით მცხოვრების ბედი უცნობია. გაცვლის შეთავაზებაზე, რამაც შეიძლება მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა და დამცველები გადაარჩინოს, სამწუხაროდ, რუსეთისგან პასუხი არ გვესმის”, – განაცხადა ზელენსკიმ.