უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, თუ რატომ არ განიხილავს უკრაინა ამჟამად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ვხედავთ შეტყობინებებს ჩვენი დაზვერვისგან, შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ა.შ. ერთია, როცა ამ ქვეყანაში ვინმე საჯაროდ ამბობს რაღაცას და მეორეა, როცა ვიცით რეალური ვითარება. ჯერ ერთი, მათ არ აინტერესებთ დიალოგი, რადგან არ მიიღებენ სასურველ შედეგს დიალოგიდან. მეორე – არის შედეგი, რომელიც მათ სურთ – ოკუპაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, დამპყრობლების პირობაა, რომ უკრაინამ აღიაროს ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილად და ური თქვას დონბასის ნაწილზე.
„მათ კონკრეტულად შემოგვთავაზეს დიალოგის ფორმატი, რომელსაც ჩვენ ვერ მივიღებთ. ისინი ფიქრობენ, კიდევ რა შესთავაზონ უკრაინას, კიდევ რა გაართულონ, რომ მან უარი თქვას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.