LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ისტორიული დაახლოების კუთხით

149
zelenski_w_h

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა შარლ მიშელს მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ უფრო მეტს.

მადლობას გიხდით თქვენი მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები