ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ მისთვის ძალადობა მიუღებელია.
ვოლსკიმ მელიას ხეპრე ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ “შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა წარმოუდგენელია”.
“ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს. დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან. ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია. ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა. ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია.
ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება? რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს? ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს”, – თქვა ვოლსკიმ.
შენ ხარ უსინდისო! გჯერა, რომ დმანისში საკუთარი აქტივისტები ჩვენ დავჭერით? – მელია კობახიძეს
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. ნიკა მელია ევროკავშირის ოფისთან მაშინ მივიდა, როდესაც შეხვედრიდან გამოსული კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.