LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი ზელენსკიზე: არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო

146
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (11)

„არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. ეს არის რეალობა“, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმად,  „ბელორუსსა და საქართველოს განსხვავებული გზებით განუკითხაობის მდგომარეობაში მიათრევენ“.

გია ვოლსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ასეთი შინაარსის განცხადებას პირველად არ აკეთებს.

„ზელენსკის განცხადება პირველი არ არის. მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერული რეისებით მოხალისეები არ გაუშვა და ომში არ ჩაერთო.

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

„ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“

მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა, ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე.

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს 

განსხვავებას თუ ვერ ახერხებ, ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს, რათა საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ბეჟაშვილი: დასავლელი პარტნიორები, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებს – საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! ეს განგაშის საფუძველია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g