LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაღვერში, ტყეში ხანძარია

92

წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძარია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 1000 კვ.მ. ფართობი იწვის.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე ეროვნული სატყეოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები